ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 1 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. 

ვაკის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს I და II შესახვევების, კოსტავას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას, ბარნოვის, ბელინსკის, ზიჩის, ძმები ზუბალაშვილების ჩიხის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს, აბაკელიას, თარხნიშვილის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, სვანიძის, გუდაურის, გურგულიას და ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას, გულიას და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - აცხადებს თელასი.

კომენტარები