საქართველოსთვის

გახარია: როცა გუნდში კედელს დავეჯახე, გადავდექი, მელიას დაკავება არაფერ შუაშია

რა თქმა უნდა, ვიყავი [რეალური პრემიერი]. როდესაც ვიყავი პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ამ ინსტიტუტზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, სანამ ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე ამას ვაკეთებდი. როგორც დავეჯახე კედელს, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების და ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ მე ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში, მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არაა და ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა მაშინ თქვა, რომ მასა და ქართული ოცნების გუნდს შორის არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეკავებინათ თუ არა ნიკა მელია. 

"იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან". – თქვა მაშინ გიორგი გახარიამ. 

კომენტარები