ჩინეთი

ჩინეთში წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლებას აძლევენ

ჩინეთში წყვილები სამი შვილის ყოლის უფლებას მიიღებენ. დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება ორშაბათს, 31 მაისს პოლიტბიუროზე მიიღეს, რომელსაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა. 

დემოგრაფიული პოლიტიკის ცვლილება განპირობებულია ახალი მონაცემებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ჩინეთში შობადობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

2016 წელს ჩინეთმა შეცვალა ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც დემოგრაფიული აფეთქების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. 2016 წლის შემდეგ ჩინეთში წყვილებმა ორი შვილის ყოლის უფლება მიიღეს. თუმცა ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია ქვეყანაში შობადობის გაზრდაზე. რაც ჩინეთის ქალაქებში ბავშვის აღზრდის განსაკუთრებულ მაღალ ხარჯებს უკავშირდება.

მაისის თვეში გამოქვეყნებულმა აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთში მოსახლეობა 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე ნელა იზრდებოდა. მონაცემების თანახმად, 2020 წლისთვის შობადობის მაჩვენებელი 1.5 ბავშვია ერთ ქალზეა.

კომენტარები