ოკუპირებული აფხაზეთი

ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში "აშშ-სა და საქართველოს წნეხის" გამო აღარ ჩავა

ხაბიბ ნურმაგამედოვი
Ethan Miller / Getty Images

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა. გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-სა და საქართველოს მხრიდან სანქციების წნეხი სახელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში დე-ფაქტო გენერალური კომიტეტის თანახმად, "აშშ-სა და საქართველოს მხრიდან წნეხის, აშშ-ს ვიზის გაუქმების, UFC-ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვების და აშშ-ში ხაბიბ ნურმაგომედოვის კონტრაქტების გაუქმების პირდაპირი მუქარის გამო" სპორტსმენი პირველ ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა.

ინფორმაცია ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში დე-ფაქტო გენერალური კომიტეტის ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ხაბიბ რიზვან მაგომედოვმა მიაწონა. ასევე, სატელეფონო საუბარი შედგა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შორის.

"ხაბიბ ნურმაგომედოვმა ხალხს და აფხაზეთის ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ინტერესისა და მხარდაჭერისთვის და წუხს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი გარემოებების გამო". – ნათქვამია ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში დე-ფაქტო გენერალური კომიტეტის განცხადებაში.

ხაბიბ ნურმაგომედოვს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი სპორტსმენებისთვის მასტერკლასების ჩატარებას აპირებდა.

 

კომენტარები