ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 28 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის და ვაკის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, ჭონქაძის, მესხის და გერგეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, შუშინის, სანაპიროს, მირზა-შაფი ლაზახის, საადის, ბოტანიკურის, ირგვლივის, გრიშაშვილის, აბანოს, ახუნდოვის და სამღებროს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, შურდულის, თოიძის და ანთელავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის 1 მ/რ-ის, სოფ. დიღმის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები