ერი

ბოკერია ვასაძეზე: ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი, მყარი პოზიციით

არ არის გასაკვირი არც ჩემთვის და არც არავისთვის, ვინც ადევნებს თვალყურს ამ პოლიტიკოსს, ფიგურას და მის გარემოცვას და ამ ტიპის ძალებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სხვა დღესაც, მაგრამ განსაკუთრებით ამ დღეს ხვდებოდა საქართველოს თავისუფლების, სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არსებულ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგ დუგინს. ეს არ გვიკვირს, ეს განაცხადია ამ ძალის და ამ ძალას პასუხი უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე, საკუთარი მყარი პოზიციით.

არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეს ასპექტი ამ ძალების არ აღელვებს. მეტიც, ისინი არიან მოკავშირეები ხშირ შემთხვევაში ერთად მოქმედებდნენ და ეს დაუსჯელობა ამ ძალის, როცა ისინი ძალადობას სჩადიოდნენ, არის ნაწილი კონტრაქტის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმსა და პროპუტინურ ძალებს შორის არსებობს და რასაც ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს პროდასავლური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ, საკითხი ასე კი არ უნდა დავსვათ, რომ არ მივცეთ მათ საშუალება კონკურენციაში მონაწილეობა მიიღონ, არა, ჩვენ უნდა გვქონდეს ვითარება, სადაც მათ და ნებისმიერ სხვა ძალას არ უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ იძალადოს. საერთო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ასეთი ძალა, დაამთავრებს სრული კრახით, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრაზე. 

პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, რომელმაც უკვე პოლიტიკური მოძრაობაც ჩამოაყალიბა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს რუსეთში შეხვდა. როგორც მთავარი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ლევან ვასაძე მოსკოვში თავის დიდი ხნის მეგობარს, კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა

 

კომენტარები