ერი

ლევან ვასაძე რუსეთში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა

მთავარი არხი

პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, რომელმაც უკვე პოლიტიკური მოძრაობაც ჩამოაყალიბა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს რუსეთში შეხვდა. როგორც მთავარი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ლევან ვასაძე მოსკოვში თავის დიდი ხნის მეგობარს, კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა. 

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დუგინმა თავის YouTube არხზე მორიგი მიმართვა ჩაწერა საქართველოსა და კერძოდ, ლევან ვასაძის შესახებ. ამავდროულად, დუგინი თავის Facebook-გვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში აზიარებს სხვადასხვა სიახლეს ლევან ვასაძის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. 

6 მაისს ლევან ვასაძემ თქვა, რომ ის  პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს და საწყისი ეტაპისთვის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, სახელწოდებით, ერი ანუ ერთობა, რაობა, იმედი.

კომენტარები