20 ივნისი

20 ივნისის ამნისტიის კანონპროექზე ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდა

დღეს, 27 მაისს პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე კონსულტაციები გაიმართა. ოპოზიციის თქმით, შეთანხმება ორ მხარეს შორის კვლავ ვერ შედგა. ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა უკავშირდება კანონპროექტში პუნქტს დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით.

"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არა ის, თუ ვისზე ვრცელდება ამნისტია, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიას საქმე"- ამბობს სალომე სამადაშვილი 

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება იმათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა

კომენტარები