კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 015 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.56%-ია

VERGE

ბოლო 24 საათში COVID-19 1 015 პირს დაუდასტურდა, 1 151 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 682-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

26 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 340 330 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 321 928-მდე გამოჯანმრთელდა, 4 682 კი გარდაიცვალა. 


23:00 საათიდან 05:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები