ნამახვანჰესი

გოლეთიანი: სიმბოლიკები ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა პროვოკაციისთვის არ უნდა გამოიყენონ

ჩვენ აქ არ ვიკრიბებით ერთმანეთის გამოსასწორებლად, აქ ვიკრიბებით საკითხების გადასაწყვეტად. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ განსაკუთრებულად გაითავისოს და გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ამავდროულად, აქ დაცულია თითოეული ადამიანის ინტერესი და სწორედ, როცა საუბარია, რომ არ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა სიმბოლიკა, ეს იქნება პარტიული სიმბოლიკა თუ რაღაც სხვა, კუთვნილების ამსახველი სიმბოლიკა, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს პროვოცირება დაპირისპირებისა და ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა პროვოკაციისთვის არ გამოიყენონ. ამიტომ, საკითხი მარტივია, თუ ჩვენ გვინდა გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა. უნდა მოვახერხოთ საკითხების ირგვლივ კონცენტრირება, გაერთიანება და ბრძოლა ერთად და ის დანაწევრება და ის დანაწევრების მცდელობა, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას ამ ჩვენს გაერთიანებაში, ეს არის დამაზიანებელი, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესების...

მოვუწოდებ ყველას, რომ ამ ნაწილში აღარ იყოს მეტი სპეკულაცია. ხაზგასმით მინდა გავიმეორო, ჩვენს აქციაზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული და ამას გავაკონტროლებთ ჩვენ და ამ ნაწილში ჩვენ არ გვჭირდება ჩარევა. იმ შეზღუდვებს, რომელიც დაწესებულია აქ სიმბოლიკების ნაწილში თუ სხვადასხვა გამოვლინებების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხედავთ და თუ კი ვნახავთ ამ მიმართულებით გადაცდომას, იქნება შესაბამისი რეაგირება. 

ძალადობა არ არის ქრისტიანული მოვლენა და ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, კატეგორიულად

ამბობს ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი. 

24 მაისს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გამოაგდეს. მოგვიანებით მომხდარს გოელთიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება აქციაზე. 

კომენტარები