ნამახვანჰესი

თაბაგარი გოლეთიანზე: ჯვრები და ხატები სიმბოლიკა არ არის, სამკლაური არისო!

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"ჯვრები და ხატები სიმბოლიკა არ არის, სამკლაური არისო" -  ასე ეხმაურება Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, რომელიც აქციიდან LGBTQ აქტივისტების გაგდებას ეხებოდა. 

კერძოდ, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ მოძრაობა "ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას", თუმცა ძალადობის და დაპირისპირების გამომწვვევი მიზეზები შეიძლება სიმბოლიკა იყოს.

"ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ" - განაცხადა გოლეთიანმა.

პუტინისტურმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აქციიდან ლგბტქ+ სამკლაურის ქონის გამო გააგდეს

კომენტარები