ნამახვანჰესი

მიქელაძე: მნიშვნელოვანია, რიონის მცველები ძალადობაში ჩართულ ადამიანებს მკაფიოდ გაემიჯნონ

მამა-შვილი ფალავანდიშვილები უკვე მერამდენედ ძალადობენ ადამიანებზე საჯარო სივრცეში და პოლიციას რეაგირება არ აქვს, მაშინაც კი, როცა ეს მათ თვალწინ ხდება. რატომ აქვთ ამ ადამიანებს იმუნიტეტი, თუ ქართული ოცნების ინტერესთა ჯგუფი არ არის?

მნიშვნელოვანი მგონია, რომ რიონის ხეობის მცველები ძალადობაში ჩართულ ადამიანებს გაემიჯნონ და ეს ძალიან მკაფიოდ გააკეთონ. მათი პროვოკაცია შეიძლება სისტემის ინტერესებშიც იყოს და ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. ამ ძალების ჩართვით და ინსტრუმენტალიზებით დაანგრია ქართული ოცნების ხელისუფლებამ არაერთი მოძრაობა

ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) იურისტი, თამთა მიქელაძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლგბტქ+ სამკლაურის ქონის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აქციიდან გააგდეს

კომენტარები