პარლამენტი

ოცნების სიის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილის ადგილს ბაია კვიციანი დაიკავებს

ქართული ოცნების სიის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში მაკა კვიციანის და, ბაია კვიციანი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარლამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი ბაია კვიციანის თანხმობის შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი დღეს, 24 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ბაია კვიციანი ბრენდ Dalood-ის ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა.  

კომენტარები