ტურიზმი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. სამინისტროს ცნობით, იგი ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარიამ ქვრივიშვილი იყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

მანამდე, 2019-2020 წლებში, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ის მიიჩნევდა, რომ ლოკდაუნი ბიზნესის გაძლიერებას ემსახურებოდა.

კომენტარები