დიდი პატივისცემით ნამახვანჰესის პროტესტის უშუალო ლიდერების მიმართ – სრულიად მესმის და ვაფასებ მათ სულისკვეთებას, მაგრამ ვფიქრობ, კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის – მთელმა ამ შავრაზმულ-პუტინისტურმა შანტრაპამ, კრებით-კონკრეტული ვასაძე-ისაკაძე-კორკოტების სახით, ბუნებრივად ვერ უნდა იგრძნონ თავი ჯანსაღი პროტესტის პროცესში. არა მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ვისაც უნდა, პროტესტს უნდა შეუერთდეს, რადგან შეუძლებლად მიმაჩნია ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს შეუერთდნენ პუტინისტი ქსენოფობ-ჰომოფობ-ფაშისტოიდი მოღალატეები და კორუფციონერები. თუკი არ გინდათ, რომ ისინი ამ პროტესტის ნაწილად განიხილავდნენ თავს, ენერგიულადვე და მკაფიოდ უნდა მიუთითოთ "კარისკენ", რადგან ჩემი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის ამ არამზადათა ლეგიონი ბევრად უფრო დიდ ხიფათს შეიცავს, ვიდრე რომელიმე ჰესის მშენებლობა... პუტინისტმა ვერანაირი ფორმით ვერ უნდა მოიპოვოს ადგილი ქვეყნის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნებისმიერ პროტესტში, და თუკი ის ამ ადგილს პოულობს – ეს პრობლემაა. ამიტომ აქ ერთი გამოსავალია: პუტინისტური კაგებეს ამ ქვედა ეშელონს ხმამაღლა უნდა შეუძახოთ, რომ მათი ადგილი არათუ მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ მხარდამჭერთა შორისაც ვერ იქნება...
ნამახვანჰესი
ბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის
tbl.ge/5k1f
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის
- გოლეთიანი: თუ მთავრობა კითხვებზე პასუხს არ გაგვცემს, ENKA-ს ოფისის პიკეტირება მოგვიწევს
- თურნავა ENKA-ზე: თუ დავინახავთ, რომ მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს და სურს დაბრუნდეს, ვისაუბრებთ