ჩინეთი

ჩინეთში ძლიერი ყინვის გამო მარათონში მონაწილე 21 მორბენალი გარდაიცვალა 

ფოტო: CNN.COM

ჩინეთის მაღალმთიან რეგიონში ძლიერი ყინვის გამო 100-კილომეტრიან მარათონში მონაწილე 21 მორბენალი გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს

ჰუანგე შილინის რეგიონში 22 მაისს დაწყებულ მარათონში 172 ათლეტი მონაწილეობდა, შეჯიბრის დაწყებიდან რამდენიმე საათში ამინდი გაუარესდა და ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. 

სამაშველო ჯგუფების გაგზავნის მიუხედავად, 21 მორბენალი გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზად ჰიპოთერმია სახელდება. 

შეჯიბრის ორგანიზატორების განმარტებით, ამინდის მკვეთრი გაუარესება არ იყო მოსალოდნელი და მორბენალებს შესაბამისი ტანისამოსი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონი თითქმის დაუსახლებელია და ათლეტებს სახლებში თავის შეფარების შესაძლებლობაც არ ჰქონდათ. 

გარდაცვლილთა შორისაა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარათონელი, ლიანგ ჯინგი. 

კომენტარები