პოლიტიკური კრიზისი

მელია: დღეს თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე

გადაწყვეტილება როგორც კი გამოცხადდება, ვაპირებ მთელ საქართველოში  მაღალი ტემპით კამპანიის ჩატარებას - არა ტრაფარეტულად, მართლა, პირდაპირი გაგებით ყველა სოფელში მინდა შესვლა, რადგან ქვეყანაში, თუ ვთანხმდებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების საფრთხეა ოლიგარქია, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ამასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება, გულზე ხელის დაკრეფით, ნახევარი ძალებით ბრძოლით ოლიგარქს ვერ დაამარცხებ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თელავიდან დღეიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ამის პირობას ვდებ. ეს არის ჩემი მოწოდება. ეს არის ის, რასაც ვგრძნობ

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია

კომენტარები