ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე: ყველა დაწყნარდეს, ყველა დამშვიდდეს, მეორე დოზა ყველას ერგება

წარმოიდგინეთ, ასტრაზენეკას ერთი დოზიდან მეორემდე 8-12 კვირამდე სჭირდება და ადამიანს 12 კვირის მერე უნიშნავ - ამ დროს მოხვალ აქ. მესმის, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ 12 კვირის მერე თუ მე არ მაწყობს და მინდა, მე-11 კვირას სადღაც ვიყო და იქ ავიცრა? არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ ადამიანებს? მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, ყველა დამშვიდდეს, მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული, პირველი დოზა რამდენიც გაიხარჯება, ასე რომ, უაცროდ არავინ არ დარჩება.

სხვათა შორის, მეორე დოზაზე, რადგან ვიცოდით, რომ ბევრი ადამიანი პირველ დოზაზე დაფიქსირებული იყო ქალაქგარეთ,  თბილისში დაემატა ძალიან ბევრი ადგილი, წარმოიდგინეთ, იმავე ადამიანისთვის რომ გვეთქვა - "შენ აქ აიცერი? ზუსტად სამ კვირაში ისევ იქ წახვალ და იქ აიცრები", კარგი იქნებოდა?

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კითხვაზე, რატომ არის საჭირო მეორე დოზაზე ხელახალი რეგისტრაცია.

კომენტარები