ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე ჩინური ვაქცინების სკეპტიკოსებზე: ანტივაქსერობა მეტი კი არაფერია

ანტივაქსერობა სხვა კი არაფერია. თქვენ გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, რომ გამოდის, დაგჩიპავენო? ეგ არ არის ანტივაქსერი.

ანტივაქსერი ის არის სწორედ, რომელიც იძახის - უიმეე, ეს ვაქცინა არ ვარგა და ადამიანებს რწმენას ურყევს, ადამიანებს ურყევს ელემენტარულად იმას, რომ შენს ქვეყანას როცა რაღაცა უჭირს, შენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევით მოიპოვა რაღაც ვაქცინა, რომელიც არის მსოფლიოს უკვე 35 ქვეყანაში, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს რწმენა ჰქონდეთ ამ ვაქცინის და ამ რწმენას რომ ადამიანებს განუქიქებს, აი, ის არის ანტივაქსერი

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჩინური ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს პასუხობს.

კომენტარები