ცნობილი ადამიანები

A$AP ROCKY: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ის ერთადერთია

ამერიკელმა რეპერმა, A$AP Rocky-მ ჟურნალ GQ-სთან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის და ბარბადოსელი პოპ ვარსკვლავი რიანა ერთმანეთს ხვდებიან.

"ჩემი ცხოვრების სიყვარული. ჩემი ლედი", - თქვა მან რიანაზე ლაპარაკისას.

უცნობია, როდის დაიწყეს არტისტებმა ურთიერთობა, თუმცა თავდაპირველად მათ შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში 2013 წელს გავრცელდა, როდესაც A$AP Rocky მსოფლიო ტურნეში იმყოფებოდა.

რეპერის თქმით, მონოგამიური ურთიერთობის ქონა ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა ტიპის ურთიერთობა.

"ბევრად უკეთესია, როდესაც ერთ ადამიანს ხვდები. ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც ზუსტად იცი. ის ერთადერთია", - უპასუხა მან ჟურნალისტი კითხვას.

A$AP Rocky-მ შვილების ყოლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ, მისი აზრით, ის "საოცარი, შესანიშნავი და დასამახსოვრებელი მამა" იქნება.

ინტერვიუდან ცნობილი გახდა ისიც, რომ რეპერი ახალ ალბომზე მუშაობს და ამ პროცესში მას რიანა ეხმარება.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, ვისაც შენი იდეებითა და კრეატიულობით დაუკავშირდები", - თქვა მან.

კომენტარები