ვაქცინაცია

იმნაძე: Pfizer-თან საკმაოდ კარგად მიდის მოლაპარაკება, იმედია, ზაფხულში გვექნება

ფაიზერთან საკმაოდ კარგად მიდის მოლაპარაკება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე სატელეფონო ურთიერთობა პრემიერმინისტრსა და ფაიზერის CEO-ს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფაიზერის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, ზუსტ თარიღებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ, რადგან, ჯერ კიდევ არ არის მომწოდებლისგან დადასტურებული

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე. საქართველოში 1 მილიონი დოზა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას Pfizer-ის ოფიციალურმა წყარომ გუშინ, 20 მაისს დაუდასტურა.

კომენტარები