ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ყველა ცდილობს, სადღაც გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, იცოდნენ, კბილებს ჩავულეწავთ

ვლადიმირ პუტინი
ABC news

"რუსეთი სასტიკად უპასუხებს ყველას, ვინც მისი ტერიტორიების ხელყოფას შეეცდება". -  ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის საორგანიზაციო კომიტეტ "პობედას" ონლაინ შეხვედრაზე. 

მისივე თქმით, როგორც კი ქვეყანა გაძლიერებას იწყებს, მისი ოპონენტები დაუყოვნებლივ პოულობენ მიზეზებს, რომ შეეცადონ, შეზღუდონ მისი განვითარება. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს საბჭოთა კავშირის დაშლიდანაც მომდინარეობს. 

"ყველას სურს, სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს. მაგრამ, ვინც ამის გაკეთებას აპირებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველას კბილებს ჩავულეწავთ ისე, რომ მათ კბენა ვერ შეძლონ და ამის გარანტია ჩვენი სამხედრო ძალაა".- ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, რუსეთს კოლოსალური პოტენციალი აქვს. ამასთან, რუსეთის არმიას, როგორც პუტინმა აღნიშნა, აქვს ყველაზე თანამედროვე ბირთვული ძალა. 

"ჩვენ გვაქვს ზოგადად ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტური დიაპაზონის მფრინავი ბლოკი, ავანგარდი, ზებგერითი სიჩქარით. არავის აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზებგერითი იარაღები". - თქვა მან.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეკავების მცდელობები გაგრძელდება, რადგან მის ოპონენტებს "ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ სჭირდებათ".

კომენტარები