უკრაინა

უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინელებს აცრა შეეძლოთ

20 მაისს უკრაინის რადამ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვიქტორ ლიაშენკო დაასახელა.

18 მაისს რადამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეპანოვის, თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. მას ედავებოდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ვაქცინების სათანადო რაოდენობით მომარაგება ვერ მოახერხა. 

ვიქტორ ლიაშენკომ კი პირობა დადო, რომ აცრას დააჩქარებს.

"კორონავირუსის დაძლევა ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინელებს აცრა, მუშაობა და მოგზაურობა შეეძლოთ". - თქვა მან. 

ლიაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ასევე პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში ვაქცინების წარმოება. 

ქვეყნის 41 მილიონიანი მოსახლეობიდან ვაქცინის პირველი დოზა 964 745 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. 27 000-ზე მეტი მოქალაქეა სრულიად აცრილი. 

კომენტარები