უკრაინა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინების ნაკლებობის გამო გადააყენეს – Reuters

18 მაისს რადამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეფანოვის, თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. მას ედავებოდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ვაქცინების სათანადო რაოდენობის მომარაგება ვერ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მთავარი ამოცანა, რომლის პირისპირაც მინისტრი 2021 წელს იდგა, აცრა და ამ წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობით ვაქცინებით უზრუნველყოფაა. ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი ძალიან ნელა მიდის". – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა პარლამენტში. 

18 მაისის მონაცემებით, ქვეყნის 41 მილიონიანი მოსახლეობიდან ვაქცინის პირველი დოზა 948 330 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. მხოლოდ 27 454 მოქალაქეა სრულიად აცრილი. 

"მოდით, გულწრფელები ვიყოთ, აცრა მსოფლიოში ყველგან ჩაფლავდა. ასევე, ჩვენ არ ვაწარმოებთ ვაქცინებს და მაღალპროფილური ქვეყანა არ ვართ. ვაქცინები და იმუნიზაცია პოლიტიკასა და ეკონომიკას ეხება". – თქვა სტეფანოვმა

მის გამოსვლას ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან კრიტიკით შეხვდნენ.

"შეწყვიტეთ თავის დამცირება. მთელ ქვეყანას თქვენი გადადგომა უნდა. უბრალოდ, გადადექით".  – თქვა დეპუტატმა ოლღა სტეფანიშინამ პარტიიდან ხმა

სტეფანოვის გადადგომას 292-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. 

კომენტარები