ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: ქვეყნის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობების არარსებობაა

მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, თბილისშიც და რეგიონებშიც არის ის, რომ რეალური თვითმმართველობა ამ ქვეყანაში არ არის და არც არასდროს ყოფილა. ამის გამოძახილია ისიც, თუ რა ხდება თბილისში, თავკომბალა ქალაქი რომ ვართ, ეგ იმის ბრალია, რომ მთელი ფული, რომელიც ამ ქვეყანაში იკრიბება, მოდის ჯერ თბილისში და შემდეგ თბილისიდან იწყებს განაწილებას რეგიონებში, მათ შორის, იმის გამოც, რომ თბილისშია ცენტრალური ბანკი, რომელიც ფულს ბეჭდავს და ეს ფული პირველად თბილისში გამოდის, ეს იზიდავს ხალხს იმით, რომ, მეტნაკლებად, აქ არის ეკონომიკა, ფული აქ არის, ძალაუფლება აქ არის, საკუთრების უფლებაც კი. ნებისმიერი საკუთრების, ტყე იქნება, მიწა თუ წიაღისეული, ამ ყველაფრის მფლობელიც სინამდვილეში თბილისში ზის და აქედან ხდება განაწილება.

მანამ, სანამ დეცენტრალიზაცია არ მოხდება, თბილისი იქნება თავკომბალა ქალაქი, რეგიონები კი 5-ჯერ, 6-ჯერ უფრო ღარიბი, სანამ მიდგომა არ იქნება სხვანაირი, ანუ ფული ადგილზე დარჩება და რეგიონები თბილისს, ანუ ცენტრს გადაუხდიან ბიუჯეტში იმდენს, რამდენიც სჭირდება ცენტრალური ფუნქციების შესასრულებლად

პარტიის გირჩი-მეტი თავისუფლება ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები