ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ქსნის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი სამადლოს (ნაწილობრივ), კოსტავას შესახვევის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მიქელაძის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები