ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე: 1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ ნამდვილად არაა პრობლემა

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, გინდა იყო აცრილი, გინდა არ იყო, მაინც არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს აცრის დროს, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის.

მაგრამ ერთი-ორი ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე, არც აცრის შემდგომ ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვიმეორებ, ყველამ თავისი ზომა იცის, 1-2 ჭიქას რომ ვამბობ, ზოგისთვის შეიძლება ესეც დიდი რაოდენობაა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას

პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდგომ მითებზე.

კომენტარები