თვითმმართველობის არჩევნები

კობახიძე: ბუნებრივია, პარტიის 36 000-ვე წევრს ექნება სურვილი, კალაძე იყოს მერობის კანდიდატი

მიღებული პრაქტიკაა, რომ კანდიდატები სახელდებიან, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე. ბუნებრივია, პარტია ამ შემთხვევაშიც ასე იმოქმედებს. კახი კალაძეს უნდა თუ არა, ამას ვიტყვით სათანადო დროს, როდესაც დასახელდებიან კანდიდატები. იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, ეს თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის პოზიციაზე. ამასაც მოისმენთ ახლო მომავალში. [...] პარტიაში ყველას, 36 000-ვე წევრს, ბუნებრივია, ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი.  

[...] ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. ჩატარდა და ყველა პოლიტიკოსი გამოიკითხა, რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური პოლიტიკოსი დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია, ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა. ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილიც უკავია ქართული ოცნების გუნდში

ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

კომენტარები