თვითმმართველობის არჩევნები

პარტიული რეიტინგები სამთავრობო TV იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით

სამთავრობო მედია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან საქართველოს მასშტაბით, ქართული ოცნება ხმების 66,4 %-ს მიიღებდა. 

სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 66,4 % 
  • ლელო ძლიერი საქართველო - 10,3 %
  • გირჩი - 9,3 %
  • გახარია საქართველოსთვის - 8,7 %
  • სხვა პარტიები - 3,1 %

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი და ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.

 

კომენტარები