თვითმმართველობის არჩევნები

სამთავრობო მედია: დარეგისტრირდა 17 პარტია - ენმ-მ და ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს

ცესკო

სამთავრობო მედია წერს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს - ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ დარეგისტრირდნენ. TV იმედის ცნობით,  N5 და N 4 დოლურაში მოხვდება და სხვა პარტიებისთვის გათამაშდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 17 პარტია დარეგისტრირდა.

ცნობილია პარტიები, რომლებიც საარჩევნო ნომრებს ინარჩუნებენ:

  • ნომერი 8 - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • ნომერი 9 - ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!; 
  • ნომერი 25 - გახარია საქართველოსთვის;
  • ნომერი 36 - ახალი პოლიტიკური ცენტრი (შემოკლებული დასახელება "გირჩი")
  • ნომერი 41 - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.

ხოლო, დარჩენილ 12 პარტიას საარჩევნო ნომერი მომავალში მიენიჭება.

  • ჩვენი გაერთიანებული საქართველო; 
  • საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია; 
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატორები საქართველოსთვის"; 
  • საქართველო; 
  • თავისუფალი საქართველო 
  • მწვანეთა პარტია; 
  • მემარცხენე ალიანსი; 
  • მესამე გზა 
  • ქართველ ერთობა; 
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მამული, ენა, სარწმუნოება; 
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - სახალხო ხელისუფლება; 
  • დემოკრატთა ალიანსი

თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკვე გამოსცა.

კომენტარები