ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი მელიაზე: მე მის ადგილზე დავისვენებდი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე. მაგრამ, რასაც ვატყობ, იმხელა ენერგია და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას. ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. 

ძალიან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ გამბედაობით დ შეუვალობით, პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ამდენი ხანი ელოდება ხალხი რაღაც შვებას და წინსვლას

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრისას.

კომენტარები