დაპირისპირება დმანისში

გომელაური: რთული იყო, გზა რომ დაიკეტა, ღობეებიდან ნაკვეთებში გადახტნენ, შემოუარეს სახლებს

ძალიან რთული სიტუაცია იყო, ეს არ არის ქალაქი, სოფელია, გზა რომ დაიკეტა, უკაცრავად და ღობეებზე გადმოხტნენ, გადახტნენ ნაკვეთებში, შემოუარეს სხვადასხვა სახლებს, რთული იყო, ელემენტარულად, მაშინ დიდი მასა უნდა ყოფილიყო მობილიზებული. რა ვიცოდით, გუშინ განიმუხტა სიტუაცია. საპროტესტო აქცია არ იგეგმებოდა, დილით შეიკრიბნენ ეს ადამიანები, თავიდან ცოტა, მერე გაიზარდა და 200-მდე ავიდა.

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში მომხდარ ინციდენტზე, იმასთან დაკავშირებით,  თუ რატომ ვერ შეძლო პოლიციამ დროული რეაგირება.

კომენტარები