ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს. შეზღუდვა დედაქალაქის 60-ზე მეტ ქუჩას შეეხება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების IV კვარტლის, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და მინდელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, კლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ჟორდანიას, ღოღობერიძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, წალკის, საბანიძის, ნაზიმი განჯელის, ქუმსიაშვილის, ბექა ოპიზრის, თელეთის, მუხათის, იალღუჯის, დეკაბრისტის, ისპაჰანის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, შავნაბადას და ნიკო ლორთქოფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვერეს დაღმართის, საქანელას, მიხეილ ჯავახიშვილის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები