კორონავირუსი საქართველოში

თურნავა რესტორნების შეზღუდვაზე: იმედი გვაქვს, 1-ლი ივნისიდან საერთოდ მოვხსნით

 პირველ რიგში, მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 9 საათისა. ასევე, მინდა დავაზუსტო, რომ დღემდე სასტუმროს შიგნით არსებულ რესტორნებზე მოქმედებდა შეზღუდვა - 9 საათიდან აკრძალული იყო და ეს შეზღუდვაც იხსნება. რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტები და ვიცით, რომ შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დღეს, 17 მაისს, ცნობილი გახდა, რომ დღეიდან კომენდანტის საათის 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო 22 მაისიდან რესტორნებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

კომენტარები