კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 504 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.32%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 11 665 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 504 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2 038 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.32%, ბოლო 14 დღის - 4.9%, ხოლო ბოლო 7 დღის - 3.84%.

ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან თბილისში 263 გამოვლინდა, აჭარაში - 53, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 44, კახეთში - 33, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც 4 395 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 657 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 10 473 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 920 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პაციენტი.

17 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 330 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.

კომენტარები