ქუთაისი

საგანგებო: ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღვკვეთეთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად შეაჩერეს და აალების საფრთხე აღკვეთეს.

ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები