ვაქცინაცია

გამყრელიძე: სინოფარმის 100 000 დოზას უსასყიდლოდ მივიღებთ, 500 000 დოზას კი შევიძენთ

გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას. თუმცა, თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სინოფარმის ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის სინოფარმისგან. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები