პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: 15 მაისის აქციის გადადებით ნაციონალური მოძრაობის მარცხი ოფიციალურად გაფორმდა

თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება და რეალურად ასეც მოხდა. მათ ხალხის მობილიზაციის არავითარი რესურსი არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

გუშინ, 13 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს

ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, 15 მაისს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა.

კომენტარები