თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი: საქართველოში M-4 ტიპის ავტომატის წარმოება დაიწყება

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოში M-4 ტიპის ავტომატის წარმოება დაიწყება. ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებისას თქვა. 

"მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს".- ამბობს მინისტრი.

თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.

"ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი".- ამბობს ბურჭულაძე. 

კომენტარები