კორონავირუსი

"ჩემი რიგი იყო, რომ ავცრილიყავი" – WHO-ს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

"დღეს ჩემი რიგი იყო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლეებს არჩენს. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანას მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდოს ვაქცინა. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცრათ, როდესაც თქვენი რიგი იქნება". - წერს ის.  

კომენტარები