საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად
დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის
პრემიერი: მკაცრად ვგმობთ ისრაელში მოსახლეობაზე ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს
tbl.ge/5jm1
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაძაბულობას ეხმაურება. რამდენიმე დღეა, დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 16 წევრი მოკლა, მათ შორის, ოთხი მაღალი რანგის წევრი. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "ეს მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ".
დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორისღაზის სექტორიბენიამინ ნეთანიაჰუსაქართველო-ისრაელიირაკლი ღარიბაშვილი
ამავე თემაზე
- შოტლანდიის პირველი მინისტრის თქმით, ქვეყანა მზად არის პალესტინელი ლტოლვილების მისაღებად
- რუსეთმა ღაზის სექტორში 27 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა
- აშშ-მ ვეტო დაადო ღაზის სექტორთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას
- ირანი ჰეზბოლას მიერ ისრაელის წინააღმდეგ წინმსწრებ დარტყმას არ გამორიცხავს
- გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორზე რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა