ცნობილი ადამიანები

გვინეთ პელტროუ: კარანტინის დროს ყოველ დღე დალევა და პურის ჭამა დავიწყე

ამერიკელი მსახიობის, გვინეთ პელტროუს თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დროს კვირაში შვიდივე დღეს ალკოჰოლის დალევა, მაკარონის მომზადება და პურის ჭამა დაიწყო.

ამის შესახებ 48 წლის მსახიობმა Smartless Podcast-თან ისაუბრა და თქვა, რომ ეს ყველაფერი ჯანსაღი არ იყო.

"კარანტინის დროს ალკოჰოლურ სასმელებს ვსვამდი. ყოველ დღე ვსვამდი, ასევე ვაკეთებდი მაკარონს და დავიწყე პურის ჭამა. ყველანაირი შეზღუდვა დავარღვიე. ვინ სვამს რამდენიმენაირ სასმელს ყოველ დღე კვირაში? ეს არ არის ჯანსაღი. ვისკი მიყვარს და მისგან შესანიშნავ კოქტეილს ვაკეთებ, რომელსაც ბაბუაჩემის საპატივცემულოდ მისი სახელი დავარქვი". – თქვა მან.

პელტროუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს აღარ ეწევა, ალკოჰოლური სასმლის დალევის შემდეგ, მას კვლავ აქვს ძლიერი სურვილი მოწევის.

"ჩემი მომზადებული კოქტეილი სამოთხეა. კარანტინის დროს ყოველ ღამე ორ ჭიქას მაინც ვსვამდი". – თქვა მან.

კომენტარები