ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ SINOVAC-ის გამოყენება WHO-ს ავტორიზაციამდე დავიწყოთ

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ჩინური ვაქცინა SINOVAC-ით აცრა რამდენიმე დღეში დაიწყოს, ჯანოს ატორიზაციამდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ არ გამორიცხავს.

"არ გამოვრიცხავ, ვინაიდან რამდენიმე პარამეტრი და რამდენიმე არგუმენტი ამისთვის უკვე არსებობს, რასაც დღეს საბჭოზე წარვადგენთ და საბჭო განიხილავს. პირველი ის, რომ ის არის უკვე ავტორიზაციის პროცესში და ორგანიზაციის შესაბამისი პორტალი გვეუბნება, რომ მალე იქნება განხილვა, მისი პირველად განხილვა უკვე იყო და მაისის დასაწყისში ჯანმომ უკვე გამოაქვეყნა მონაცემები ამასთან დაკავშირებით. მეორე ის, რომ ის უკვე 32 ქვეყანაში ავტორიზებული და 160-170 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული, ამაზე საბჭო იმსჯელებს". – ამბობს ამირან გამყრელიძე 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულმა საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა(SAGE) ჩინური ვაქცინის, სინოვაკის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა.

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. შეგახსენებთ, რომ 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.

კომენტარები