ნიკა მელიას საქმე

მელია: ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე

პარტიაში ერთ საათში კენჭისყრა რომ ჩაატარო, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არაო, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება, თუმცა, მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას, ამის გარდა, მე ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. 

ბუნებრივია, მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან მიმართებით, უბრალოდ მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, უნდა იყოს რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები ეს პოლიტიკური ციხე რახან დავტოვე, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ პერიოდულად რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით და მე არა თუ არ გამოვრიცხავ, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ. 

კომენტარები