ბელარუსი

ლუკაშენკომ მისი მკვლელობის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემის განკარგულებას ხელი მოაწერა

ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დეკრეტს "სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წყობის დაცვაზე".

ბელარუსი სამთავრობო მედიის ბელტას თანახმად, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ თავდასხმის, ტერორისტული აქტის, საგარეო აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს მეთაურის დაღუპვის შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო ორგანომ უნდა იმოქმედოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე პრემიერმინისტრია. ბელარუსის უშიშროების საბჭოში ასევე შედიან KGB-ს უფროსები, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა.

განკარგულება ითვალისწინებს, რომ უშიშროების საბჭომ გუბერნატორთან ერთად უნდა გადაწყვიტოს ახალი პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების საკითხი და დანიშნოს არჩევნების თარიღი. ლუკაშენკო ამბობს, რომ დეკრეტი უბრალოდ სიფრთხილის ზომაა, "და არა ის, რომ მე ვინმესთვის რამის ჩაბარება ან გადაცემა მინდა".

ალექსანდრ ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ პროტესტი ან "რევოლუციური საქმიანობები" ქვეყანაში აღარ იქნება

დეკრეტის მომზადების შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ აპრილის ბოლოს განაცხადა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ბელარუსის KGB-სა და რუსეთის FSB-ზე დაყრდნობით, ლუკაშენკო ამბობდა, რომ მასზე და მის ოჯახზე თავდასხმა მზადდებოდა და ამაში მან აშშ-ს სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

კომენტარები