შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი: კლინიკური სიკვდილი გადავიტანე

WION

შოუ Good Morning Britain-ში მსახიობმა შერონ სტოუნმა 2001 წელს გადატანილი ინსულტი გაიხსენა.

"კლინიკური სიკვდილის გამოცდილება მაქვს. ადამიანები ამ მდგომარეობას სხვადასხვა სიტყვებით აღწერენ. ერთი ნაწილი ცდილობს მეცნიერების თვალსაზრისით ახსნას, ხოლო მეორე - რელიგიისა. მე ორივე ვერსიას ვითვალისწინებ. როდესაც ინსულტი დამემართა, ზუსტად ის ვიგრძენი, რასაც სხვები ჰყვებოდნენ, სინათლე გვირაბის ბოლოს, საკუთარი სხეულის დატოვების შეგრძნება, წარსულში გარდაცვლილ ადამიანებთან კონტაქტი". - ამბობს ინტერვიუში მსახიობი. 

გადატანილ ინსულტსა და რეაბილიტაციის რთულ პროცესს მსახიობი დეტალურად აღწერს თავის ბიოგრაფიულ წიგნში The Beauty of Living Twice.

კომენტარები