ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მთავრობამ სპეციალური საიტი შექმნა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შექმნა საიტიProvax.ge .

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. 

ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ, განთავსებულია ინფორმაციული ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება ასევე შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები