ბელარუსი

ბელარუსში 9 მაისისთვის სოფლის მცხოვრებთა დაწვის "თეატრალიზებული რეკონსტრუქცია" მოაწყეს [VIDEO]

ბელარუსში, ვიტებსკის ოლქში იმ ადგილას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა სოფელი შუნევკა გადაწვეს, სოფლის მცხოვრებთა დაწვის "თეატრალიზებული ისტორიული რეკონსტრუქცია" მოაწყვეს. ინფორმაციას და ვიდეოს Telegram-არხი Luxta ავრცელებს.

რეკონსტრუქციის ვიდეო მემორიალთან გადაიღეს. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს მშვიდობიანი მოსახლეობა "სიკვდილით დასასჯელად" მიჰყავს, რასაც თან ახლავს სროლის და გერმანული ლაპარაკის ხმა. შემდეგ ადამიანების ჯგუფის გარშემო, წრეზე სირბილს იწყებენ ქალები წითელი ქსოვილებით და ამით ცეცხლს განასახიერებენ.

ღონისძიების პროგრამით ის ორგანიზებული იყო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის.

სოფელი შუნევკა მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წლის 22 მაისს დაწვეს, რასაც 66 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვი იყო. ეს სადამსჯელო ოპერაციის კოტბუსის ნაწილი იყო. მთლიანობაში მაისიდან ივნისის შუალედში დოკშიცკის რაიონში ნაცისტებმა 97 სოფელი გადაწვეს. სოფელ შუნევკის  გარდა, კიდევ ორი სოფელი დაწვეს, მოსახლეობითურთ.

კომენტარები