ვაქცინაცია

გამყრელიძე: AstraZeneca-ს 43 000 დოზა 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს, შუა რიცხვებში დანარჩენი 43 000

AstraZeneca-ს რაც შეეხება, გადაიწია ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩამოსვლამ. 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს 43 000 დოზა და მაისის შუა რიცხვების განმავლობაში – დანარჩენი 43 000 დოზა.

ნოვავაქსთან უფრო წინაა მოლაპარაკებები. კონტრაქტამდე იყო მისული და ნოვავაქსი, ალბათ, უფრო ადრე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება Jonson&Jonson-ს, რომელიც ამერიკაში ადმინისტრირდება, იქ ისეთი პრობლემები შეიქმნა, დროებით შეაჩერეს, მაგრამ ისევ აღადგინეს და აღნიშნული ვაქცინა, ისევე როგორც მოდერნა გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტრო მუშაობს ამ ორივე ვაქცინაზე. ამასთან, მოგეხსნებათ, გუშინ მოდერნას ჯანმო-მ მისცა ავტორიზაცია

უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კომენტარები