კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე SINOPHARM-ზე: სურვილს ვეცით პატივი, ქვეყნებმა სიკვდილობა შეამცირეს, ვინ დარჩა მოგებული?

ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთები ამის ჰიპერბოლიზაციას ახდენენ, რომ ჯანმოს აღიარების გარეშე არ გაიკეთებენ, მაგრამ ვნახოთ ახლა, რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული? ჩვენ, ვინც პატივი ვეცით მოსახლეობის შეკვეთას და მათ სურვილს და არ გავუშვით ხმარებაში სინოფარმი - ჩვენ შეგვეძლო, 2-3 თვის წინ გვექნა, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნით ეს არ გაკეთდა. ჩვენ ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას და მათ მესამედზე ან უფრო მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევებიდან სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა მოგებული? 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

27 აპრილიდან საქართველოში ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში

კომენტარები